რუსეთის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობის დავალებით არავითარი ჰაკერები არ მუშაობენ
Headline
რუსეთი უარყოფს ბრალდებებს, რომ იგი კავშირშია რაიმე სახის ჰაკერულ მცდელობებთან, რომლებიც დასავლეთის აკადემიურ და ფარმაცევტულ ჯგუფებზე განხორციელდა. ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის, განცხადებით, არავითარი ჰაკერები კრემლისთვის არ მუშაობენ. მისი თქმით, რუსეთი არ არის დაინტერესებული სხვა ქვეყნების კვლევებით, რომლებიც კორონა ვირუსის ვაქცინას ეხება, რადგანაც ისინი თავადვე მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე.
ხუთშაბათს ამერიკის უსაფრთხოების დეპარტამენტმა დიდი ბრიტანეთის ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრთან ერთად გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთი კორონა ვირუსის ვაქცინაზე მიმდინარე კვლევებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპარვას ცდლობდა.
ოფიციალური პირები ამ ქმედებებში ჰაკერთა დაჯგუფებას ,APT29-ს ან ე.წ. ‘Cozy Bear”-ს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ისინი თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ ჯგუფი რუსული ინტელექტუალური სერვისების დაკვეთით მოქმედებს.
პარასკევს რუსეთის სამთავრობო პირებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან ხელშეკრულება გააფორმონ დიდ ბრიტანეთთან კორონა ვირუსის ვაქცინის მასობრივ წარმოებასთან დაკავშირებით. ამით მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ვაქცინასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპარვის ინტერესი მათ არ გააჩნიათ.
რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია. კორონა ვირუსის პანდემიამ სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. რუსეთს დასავლეთი დეზინფორმაციის გავრცელებაშიც ადანაშაულებს. ისინი საზოგადოებას აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას კორონა ვირუსის ევროპაში გავრცელებასთან დაკავშირებით. რუსეთმა ყველა ეს ბრალდება უარყო და მათ უსაფუძვლო და აზრსმოკლებული უწოდა.
წყარო: CNBC
სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ.
#headline
#coronavirus
#russia
#კორონავირუსი
#რუსეთი
#ახალიამბები