გახარია დაახლოებით ფლობს აბაშის ხელა ტერიტორიას - აქცია კანცელარიასთან
Pirveliradio Ge
მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივოსტები აქციას მართავენ. ზვიად კუპრავამ და გიორგი კაპანაძემ კანცელარიის წინ გიორგი გახარიას ქონების არასრული ჩამონათვალის გამოფენა მოაწყვეს. ორგანიზატორებმა ოფიცილიალური დოკუმენტები გამოფინეს, რომელიც ამტკიცებს, რომ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის ქონება მინიმუმ 7- ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე სიმბოლურად 41 დოკუმენტი მიიტანეს.
"ეს არასრული ქონებაა, აქ არ არის ფეშენებელური სახლები და ა.შ. რომელსაც მომავალში წარმოვადგენთ, აქ მხოლოდ არასრული ჩამონათვალია გახარიას მამის ქონებიდან. კერძოდ, მიწის ნაკვეთები, რომელსაც ის ფლობს საქართველოს სხავადასხვა ტერიტორიაზე. ჯამში, ეს მოცულობა უტოლდება საქართველოს პატარა ქალაქის ტერიტორიას და უხეშად რომ შევადაროთ, დაახლოებით გახარია ფლობს აბაშის ხელა ტერიტორიას",-აცხადებს ზვიად კუპრავა.