ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება

Tbilisi Daily

ქვეყნის მთავარი საშობაო ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ დღეს საზეიმოდ აინთება. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისში საახალწლო ღონისძიებები წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება. მაღალი რისკის გამო, საახალწლო სოფელი არ გაიხსნება, აღნიშნული თანხა კი, დედაქალაქში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახების დახმარებას მოხმარდება. საახალწლო კონცერტები თბილისში 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს გაიმართება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა