თორნიკე შენგელიამ „ცსკა“-ში პირველი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო

Tbilisi Daily

თორნიკე შენგელიას „ცსკა“ ალეკსანდრ გომელსკის თასის გამარჯვებული გახდა, ქართველმა კალათბურთელმა კი პირველი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო. ტურნირის ფინალში მოსკოვის გუნდმა პერმის პარმა უპრობლემოდ -91:51 დაამარცხა. შენგელიამ კვლავ სასტარტო ხუთეულში დაიწყო თამაში და 18 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 10-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი კალათბურთელი ტურნირის საუკეთესო ფორვარდად აღიარეს და შესაბამისი ჯილდოც გადასცეს. რუსეთის პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი „ცსკა“ 23 სექტემბრიდან ვი-თი-ბი ლიგაში ჩაებმება. რუსული კლუბი ყაზახეთის ნურ-სულთანში გაემგზავრება, სადაც ასტანას დაუპირისპირდება.