პირველი აჭარელი პოეტი ქალი

Batumi Daily

ნანა გვარიშვილი პირველი ქალი პოეტი იყო აჭარაში. დაწყებითი განათლება მიიღო პედაგოგიურ სასწავლებელში. 1941 წელს დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, 1947 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პირველი ლექსები დაიბეჭდა 1939 წელს. 1948 წელს გამოსცა ლექსების კრებული. ნანა გვარიშვილი მუშაობდა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად. დაკრძალულია ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის, სოფელ განთიადის სასაფლაოზე. როგორც ცნობილია, ნანა გვარიშვილის პოეზიას გალაკტიონ ტაბიძე ძლიერ აფასებდა. აჭარაში ვიზიტის დროს, უნივერისტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას, გალაკტიონმა უბიდან წიგნაკი ამოიღო და ნანას მიმართა: “მე გთხოვთ თქვენი ხელით ჩამიწეროთ რაიმე. მე შევინახავ ამას.” ნანამ კი დაუწერა: “ბედნიერი ხარ პაწია წიგნაკო, დიდი პოეტი უბით გატარებს.” პოეტის ერთ-ერთი ლექსი: აჭარელო დიდო დედავ, ნისლში მანდილს ვხედავ, შენ იხსენი ბულბულთ სტვენა _ ტკბილი დედაენა, სანუკვარი მოიპარე და აკვანში მალე, მე შენს ქართულ კაბა-ქათიბს დედავ, ვეთაყვანე. იავ-ნანა ჩაგეფინა ჩვილთა არტახებში, დარდმა თეთრი ჩაგისირმა აბრეშუმის თმებში. შენს დარწეულ აკვნებიდან მოდის ჩემი ლექსი, მთების იქით, ნისლის იქით, შენი ნანა მესმის #საინტერესო #ისტორია #აჭარა #პოეზია #batumidaily _____________________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc. com