დაკავებულია 5 ადამიანი - ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის აქციაზე

Batumi Daily

ხმაური და დაპირისპირება იყო ბათუმში გასულ დღეს - აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს. ოპოზიციასთან ერთ თვეზე მეტია 31 დეკემბრის არჩევნებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც პოლიციელებმა არ მისცეს. შედეგად, სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ერთ-ერთი სამართალდამცავი ფიზიკურად ძალადობდა აქტივისტებზე და მას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ეს სამართალდამცავი ტერიტორიიდან გაიყვანა. მოქალაქეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების უწყვეტი აქცია თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს, ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, უწყვეტი აქციები აჭარაში გაგრძელდება მანამ, სანამ თავისუფალი არჩევნები არ მიიღწევა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში