"ნუ გვწირავთ სიკვდილისთვის!" "ყოველი წამი მნიშვნელოვანია!" - 112-ის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

Tbilisi Daily

"ნუ გვწირავთ სიკვდილისთვის!" "ყოველი წამი მნიშვნელოვანია!" "სისტემა გაჭედილია!" - ამ ლოზუნგებით, სამოქალაქო აქტივისტებისა და ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის მონაწილეობით, 112-ის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები 112-ის სისტემის გაუმართავობაზე საუბრობენ და ხელისუფლებას პრობლემის სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ, რათა ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს.