წინასწარი მონაცემებით ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში მეორე ტური იქნება - უსკო 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

უმაღლესსაარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, აჭარის ორ - 28-ე და 30-ე ოლქში მეორე ტური დაინიშნება. უსკოს მონაცემებით, 50%-იანი ბარიერი მხოლოდ ქობულეთის ოლქის მაჟორიტარმა გადალახა. ''ქართული ოცნების'' კანდიდატმა ცოტნე ანანიძემ50,05%, მიიღო. წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება: 28-ე მაჟორიტარული ოლქი - ტიტე აროშიძე - 41,85%, გიორგი კირთაძე - 34,43% 29-ე ოლქი - ცოტნე ანანიძე 50,05%, ელგუჯა ბაგრატიონი - 36,6% 30-ე მაჟორიტარული ოლქი, ფრიდონ ფუტკარაძე - 48,93%, გია აბულაძე 31,81% პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, 2020 წლის არჩვენების აქტივობამ შეადგინა 59,12%. მოცემული დროისთვის საარჩევნოკომისიებში 36 საჩივარია შესული. არჩვენების შედეგების შეჯერება მოხდება საჩივრების განხილვის შემდეგ კანონმდებლობისთანახმად. ''უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები გადანაწილდება იმ საარჩევნოსუბიექტებზე, რომელბმაც არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ნამდვილი ხმების 5% მაინც მიიღეს. თუ მაჟორიტარული არჩევნებისპირველ ტურში უმაღლესი საბჭოს წევრი ვერ აირჩიეს ინიშნება არჩევნებისმეორე ტური.ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე ტური იქნება 28-ე და 30-ე ოლქებში. თუ კი ეს შედეგები არ იქნება გასაჩივრებული კანონით დადგენილ ვადაში'' - აცხადებენ უსკოში.