სასაფლაოების მიმართულებით დამატებითი უფასო მარშრუტები დაინიშნა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 16 და 17 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. მეტროსადგური „დიდუბე“ -მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით; მეტროსადგური „დელისი“ - საბურთალოს სასაფლაოსკენ; მეტროსადგური „მარჯანიშვილი“ და „სადგურის მოედნიდან“ კუკიის სასაფლაოს მიმართულებით; ჭიჭინაძის ქუჩა - ვერის სასაფლაოსკენ; „სარაჯიშვილის“ მეტრო - თბილისის ზღვის სასაფლაომდე; შუა მთის ქუჩა და „ვარკეთილის“ მეტრო - ვარკეთილის სასაფლაომდე. დამატებითი მარშრუტებით სარგებლობა მგზავრებს დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე უფასოდ შეეძლებათ. https://www.radiotavisupleba.ge/a/32365948.html

Source: radiotavisupleba.ge