ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირდა კიდევ 112 ადამიანი და 2 გარდაიცვალა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 2 პაციენტი.
აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 8675 შემთხვევა, მათგან 6786 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 113 ადამიანი.
რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას.
დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.
ეპიდემიის გამო, აფხაზეთში დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა, არ მუშაობენ სპორტული და გასართობი დაწესებულებები და შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. აკრძალულია ხალხმრავალი შეკრებები.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31026013.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები