მესტიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

Tbilisi Daily

მესტიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მოძრაობა ერთი საათით შეფერხდა. “შავღელეზე ჩამოწვა მეწყერი, მაგრამ საფრთხე არავის შექმნია. უამინდობის დროს იცის ხოლმე მეწყერმა ჩამოწოლა ამ ადგილას და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება. მოძრაობის ერთსაათიანი შეფერხება იყო“,- აცხადებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობისთვის, გუშინ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე წვიმის შედეგად ფერდი ჩამოიშალა, რამაც მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.