ანტირასისტული აქციის მონაწილეებს არ დააჯარიმებენ

Tbilisi Daily

საფრანგეთშ ანტირასისტული აქციის მონაწილეებს პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო არ დააჯარიმებენ. ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა განაცხადა. კრისტოფ კასტანერის განაცხადებით, პოლიციის ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაშვებული იქნება მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ათზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია. „მანიფესტაციები დაშვებული არ არის, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ მოქმედებს პრემიერ-მინისტრის განკარგულება, რომელიც ათზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე არსებული ჯანსაღი ემოცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არსებობს, უფრო მაღლა დგას, ვიდრე სამართლებრივი რეგულაციები“, - განაცხადა კრისტოფ კასტანერმა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ დაჯარიმდებიან აქციებში მონაწილეობის გამო. საფრანგეთი აქცია პროტესტი ჯარიმა tbilisidaily