ბერძნული მედია: მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთი ნატოს ერთიანობას ძირს უთხრის
Tbilisi Daily
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთი ნატოს ერთიანობას ძირს უთხრის. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ბერძნულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრინციპებსა და ფუნქციას ეწინააღმდეგება, რითაც ნატოს ერთიანობას ძირს უთხრის“, - განაცხადეს დიპლომატიურმა წყაროებმა.
წყაროების ინფორმაციით, მაიმ პომპეომ მაგალითად მოიყვანა თურქეთის პროვოკაციული ქმედებები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში, ლიბიაში, სირიასა და მთიან ყარაბაღში.