პირველი ტურისტები ისრაელიდან ჩამოვლენ. მათთვის პრიორიტეტი ქუთაისია - გახარია

Kutaisi Daily

პრემიერი გიორგი გახარია დღეს იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმოამდგენლებს ხვდება. მისი თქმით, პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტების შემოყვანა იგეგმება, ისრაელია.: "ჩვენ კონკრეტულ სახელმწიფოებთან ორმხრივ ფორმატში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. როგორც ჩანს, პირველი იქნება ისრაელი , საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს და რა თქმა უნდა ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა. ქუთაისი და შემდგომ ბათუმი. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი ამოცანაა,, ადამიანებს ვუმკარნალოთ, მაგრამ ტურიზმიც ავამუშავოთ. ამისთვის დღეს იმერეთის რეგიონში ჯანდაცვის სამინისტრო სასტუმროებს ამოწმებს. პირველ ეტაპზე გაიხსება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, ესეც სერიოზულ მოთხოვნას აგენერირებს. ფაქტია, რომ წელს ქართველები დასასვენებად სხვა ქვეყნებში ვერ წავლენ. არადა, ბოლო წლებში ძალიან შეუყვარდათ... არ ვიტყვი ახლა სად სიარული... ვიღაცას რომ არ ვაწყენინო.", - აცხადებს გახარია. გახარია KUTAISIDAILY