კორონავირუსის ახალი შტამი და საქართველო

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების დინამიკამ მნიშვნელოვნად იკლო. მართალია ინფიცირების შემთხვევები ჯერ ისევ ოთხნიშნა ციფრებშია, თუმცა, ჯამში კოვიდ დადებითთა რაოდენობა განახევრებულია. „ჯანმო“ მზადყოფნას გამოთქვამს კოვიდვაქცინის პირველი დოზები ქვეყანამ დროულად მიიღოს. მსოფლიოს ეპიდემიოლოგების ყურადღება ახლა, კორონავირუსის ახალი შტამისკენაა მიმართული. როგორც ამბობენ თვისებებით იგი covid 19-ს ჰგავს, თუმცა ბევრად ძლიერია და ძირითადად ახალგაზრდებში გვხვდება. ვირუსის ახალი შტამი ამ დროისთვის 8 ქვეყანაშია დაფიქსირებულიდა მედიკოსები მის საქართველომდე მოღწევასაც არ გამორიცხავენ.