ბათუმში 5 ბალიანი შტორმია - ხვალ გამოიდარებს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

შავი ზღვის სანაპიროზე 5 ბალიანი შტორმია.აჭარაში ხვალ, 13 მარტს გამოიდარებს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში უნალექო ამინდი იქნება. ზღვაზე დაფიქსირდებაღელვა - სამი ბალი. ტემპერატურაც შედარებით მოიმატებს და 8 გრადუსია მოსალოდნელი. დღეს კი ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 4 გრადუსია. მუნიციპალიტეტებში დღისით 5 გრადუსამდე დათბება, ღამით კი მოსალოდნელია ყინვა.