უკრაინაში კარანტინი 31 ივლისამდე გახანგრძლივდა
Tbilisi Daily
უკრაინაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული კარანტინი 31 ივლისამდე გაახანგრძლივეს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. უკრაინაში საკარანტინო რეჟიმი პირველად 12 მარტს გამოცხადდა და მას შემდეგ რამდენჯერმე გახანგრძლივდა. ქვეყანაში კორონავირუსის 33 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა, 15 ათასამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.