მგლების თავდასხმა შიდა ქართლში
Gori Daily
წუხელ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში მგელმა ცხვრები გაანადგურა. ადგილობრივი მაცხოვრებლების ცნობით, მგლის თავდასხმას მხოლოდ ორი ცხვარი გადაურჩა.
,,12 ცხვარი სულ გაფუჭებულია, ზოგი დაიხოცა, ესენიც მოკვდებიან ალბათ. არც კი ვიცი, რა ვქნათ, დახმარება დაგვჭირდება," - გვითხრეს დაზარალებულებმა.
მათივე თქმით, სოფელში მგლების თავდასხმა საქონელზე ხშირია და არაერთი შემთხვევა ყოფილა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#მგლები
#თავდასხმა
#გორი
#goridaily
წყარო - qartli.ge