"ბათუმმა" გორის "ჯიქი" დიდი ანგარიშით დაამარცხა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს რაგბის ეროვნული ჩემპიონატის მე-4 ტურის გადადებულ შეხვედრაში 'ბათუმმა' დიდი ანგარიშით31:0 გორის 'ჯიქი' დაამარცხა. ბათუმელების მხრიდანორ-ორი ლელო დურმიშხან ჯაბნიძემ და ვაჟა თაგაურმა დადეს, ხოლო ერთი ლელო ბაჩი გრიგოლიას ანგარიშზეა. მატჩის საუკეთსო მოთამაშედ 'ბათუმის'ბურჯი მიშა წიკლაური დასახელდა. 'ბათუმს'ექვსი თამაშის შემდეგ 16 ქულა მოუგროვდა და საახალწლოდ სამეულში დამკვიდრდა, 'ჯიქი'კი ექვსი თამაშიდან ექვსი ქულით ჯერ-ჯერობითმეხუთე პოზიციაზეა.