გერმანიაში კორონავირუსის 16 947 შემთხვევა გამოვლინდა, 107 ინფიცირებული გარდაიცვალა

Tbilisi Daily

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 16 947 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 107 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 790 503 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ჯამში გარდაცვლილია 12 485 ადამიანი.