ბათუმში ერთ აბიტურიენტს მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს და გამოცდიდან მოხსნეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმში, პირველ სკოლაში განთავსებულსაგამოცდო ცენტრში, ერთი აბიტურიენტიგამოცდიდან მოიხნა. მიზეზიტესტირებაზე აკრძალული ნივთის შეტანა გახდა.
როგორც აჭარისმაუწყებელთან საუბრისას, საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, აბიტურიენტმა ნოკიას ტიპის მობილური ტელეფონი შეიტანა.
წელს კორონავირუსისპანდემიის გამო, აბიტურიენტებს მხოლოდ დეტექტორითამოწმებენ. ქეთევან გვარჯალაძე ამბობს, რომ კონტროლის დროს აპარატმა საეჭვო ნივთი ვერ დააფიქსირა.
ტელეფონის ზარი გამოცდის მიმდინარეობის დროს კურატორმა გაიგონა და აღნიშნული ადამიანი გამოცდიდან მოიხსნა.
''ნოკიას ძველებური ტელეფონი იყო, ძალიან პატარა. გასულ წლებშიყოველდვის დაცვის პოლიციას ჰქონდაუფლება აპლიკანტი შეემოწმებინა.წელს პანდემიის გამო მხოლოდ დეტექტორით ვამოწმებთ. ვირუსის გამო ხელით შეხების უფლება არ გვაქვს. დეტექტორმა ვერ აღმოაჩინა, სად ჰქონდა დამალული არ ვიცით. ფაქტია, რომ დათვალიერების დროს ვერ დააფიქსირა. აბიტურიენტებს აკრძალული ნივთის შესახებ ყველგან ვაფრთხილებთ. წესების შესახებ უნდა სცოდნოდა, არ ვიცი მისი ეს საქციელი რას დავაბრალო. არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, როგორც კი დააფიქსირეს ეს აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდიდან'' - განაცხადა ქეთევან გვარჯალაძემ.
გამოცდაზე მობილური ტელეფონის გამოყენება აკრძალულია.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. აჭარაში 4 საგამოცდო ცენტრია, მათ შორის ერთი ხულოში, სამი კი ბათუმში.