ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობის მიმდებარედ პოლიციამ ერთი პირი დააკავა
Tbilisi Daily
ზუგდიდში სამართალდამცველებმა „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი დააკავეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა.
უგულავას განცხადებით, დაკავებას წინ უძღოდა ის, რომ პროვოკატორმა გიორგი გაბედავამ მათი მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა, რის შემდეგ მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერები შეკრებილები არიან ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, სადაც შეიარაღებულ თავდამსხმელს მოქალაქეები მძევლად ყავს აყვანილი. ადგილზე იმყოფებიან მძევლების ახლობლებიც.