საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140111
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ამჟამად არის 5 პაციენტი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მან ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მთელი საქართველოს მასშტაბით ამჟამად არის 5 პაციენტი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და მათი მდგომარეობა მძიმეა“, - აღნიშნა იმნაძემ.