არჩილ თალაკვაძეს კორონავირუსი განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა

Pirveliradio Ge

პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე 12-დღიანი თვითიზოლაციის ამოწურვისთანავე, აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, განმეორებითი ტესტირების შედეგად, კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრებსაც.