დიანა ტრაპაიძემ “რუსთავი 2”-ს თანამშრომლობაზე უარი უთხრა
Tbilisi Daily
„პრაიმტაიმისთვის, ცნობილი გახდა, ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ „რუსთავი 2“-ს თანამშრომლობაზე უარი უთხრა.ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ ჟურნალისტს დაუკავშირდა.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს თანამშრომლობაზე უარი უთხარით, მართალია?
– ეს იყო მათი მხრიდან შემოთავაზება და წინადადება, ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება იყო უარი.
შეგახსენებთ, გასულ კვირას „პრაიმტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტი „ტვ პირველიდან“ წასვლის შემდეგ, მუშაობას „რუსთავი 2“-ზე გააგრძელებდა, ჩვენთვის მოცემულ კომენტარში, დიანა ტრაპაიძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანიას მასთან მოლაპარაკებები ნამდვილად ჰქონდა, თუმცა გადაწყვეტილება თავად მიღებული არ ჰქონდა.