პანდემია და ქალი - აიჰან გასანოვის ბლოგი

Marneuli Daily

გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოს ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქონია. პანდემია, გარდა მსოფლიო ეკონომიკისა, ასევე ჩვენს ცხოვრებასაც შეეხო - ჩვენი რთული ცხოვრება კიდევ უფრო გაართულა. როგორი გავლენა მოახდინა პანდემიამ კონკრეტულად ქალებზე? ყოველგვარი კრიზისის, მათ შორის პანდემიის დროს, გენდერული ნიშნით ძალადობის რაოდენობა იზრდება და ქალები იჩაგრებიან. სპეციალისტები ამბობენ, რომ პანდემია ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტების, განსაკუთრებით ქალების მიმართ სასტიკი მოპყრობის, ასევე გლობალურ დონეზე ოჯახური ძალადობის მაჩვენებლის ზრდას იწვევს. ზოგ ქვეყნებში, ძალადობასთან ბრძოლა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობა ორჯერ გაზრდილია. რა გავლენა იქონია პანდემიამ ქალების ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე? ეკონომიკურად შრომისუნარიანობის კუთხით, ქალების ორი ჯგუფი არსებობს: აქტიურად მომუშავე ქალები, რომლებსაც ეკონომიკაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი, და ასევე ეკონომიკის ფარული ძალები - დიასახლისები. პანდემიის დროს, ქალები ოჯახურ საქმიანობაში უფრო მეტს შრომებენ. მაგალითად, სკოლის, ბაღის დახურვის პირობებში ბავშვობის მოვლა, მათ განათლებაზე ზრუნვა, ოჯახის სხვა წევრებზეც გაწეული უფრო მეტი შრომა. ამან სოციალური იზოლაციის პირობებში ქალების ისედაც შეზღუდული ეკონომიკური რესურსები კიდევ უფრო შეზღუდა. დღესდღეობით, ქალებმა, რომლებსაც ეკონომიკის განვითარებაში დიდი როლი აკისრიათ, ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეიცვალეს. მაგალითად, უნივერსიტეტებში, სკოლებში მომუშავე ქალებს, მათი ცხოვრების აზრად ქცეულ საქმიანობაზე უარის თქმა მოუწიათ. "დეჟავუ" - მგონი ყველამ ვიცით ამ სიტყვის მნიშვნელობა. "დეჟავუ" ფრანგული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს ადრე უკვე ნანახის შეგრძნებას. დღეს ქალები ყოველდღე დეჟავუს განიცდიან. ეკონომიკაში აქტიურად მომუშავე ქალებმა დაკარგეს სამუშაო ადგილი, მეორე ჯგუფის ისედაც რთული ყოველდღიურობა კი უფრო გართულდა. ქალები, რომლებიც გამთენიისას დგებიან, ძროხას წველიან, მიწას თოხნიან, თესავენ, მთელ დღეს იმის ფიქრით ატარებენ, დილას, შუადღეს, საღამოს რა მოამზადონ სუფრაზე, ჭურჭლის, ტანსაცმლის რეცხვაზე დიდ დროს ხარჯავენ, მთელი დღე იმაზე ფიქრობენ, ნეტავ მალევე დაღამდეს და დავისვენოთო. მათთვის საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი არაფერს ნიშნავს. ისინი მუდმივ დეჟავუში ცხოვრებენ. მათ შრომას შეიძლება ბევრი ვერ ამჩნევს, მათ წარმატებებზე არავინ საუბრობს, მაგრამ ისინი ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარეები არიან. "როცა გინდა, რომ ვიღაცას გაუგო, მასთან იგივე უნდა გქონდეს გავლილი". ჩვენ რამდენიმე დღე სახლში ყოფნის გამო ვწუწუნებთ, მაგრამ ვერ ვამჩნევთ ჩვენ თვალწინ მყოფ ადამიანებს, რომლებიც მთელს დღეებს სახლში, ერთი და იგივე საქმიანობაში ატარებენ... #ქალისუფლებები #პანდემია #მარნეული #MarneuliDaily წყარო: ფანჯარა #ახალიამბები