"რუსეთთან გზის გახსნის შემდეგ, აფხაზეთში სრული განუკითხაობაა"

Sokhumi Daily

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში covid-19-ით მე-6 პა­ცი­ენ­ტი -74 წლის ქალი იმ დროს გარ­და­იც­ვა­ლა, რო­დე­საც სო­ხუ­მის კლი­ნი­კი­დან გუ­და­უ­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაჰ­ყავ­დათ. ekhokavkaza.com- ის ცნო­ბით, ქალ­ბა­ტო­ნი სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უკვე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით შე­იყ­ვა­ნეს. სიმპტო­მე­ბის მი­ხედ­ვით, ექი­მებ­მა ივა­რა­უ­დეს, რომ მას კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და და გუ­და­უ­თის ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტეს, სა­დაც ძი­რი­თა­დად, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს მკურ­ნა­ლო­ბენ, თუმ­ცა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გზა­ში­ვე დამ­ძიმ­და და გუ­და­უ­თის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღე­ბუ­ლი ტეს­ტით კი, მას covid-19 და­უ­დას­ტურ­და. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში სულ კო­რო­ნა­ვირუ­სი 516 ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და, მათ­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 157, გარ­დაც­ვლი­ლია - 6. გუ­და­უ­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვით 45 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს, მათ­გან 7-ის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. 10 სექ­ტემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ covid-19 შპს "ენ­გურ­ჰე­სის" 4 თა­ნამ­შრო­მელ­საც გა­მო­უვ­ლინ­და. რო­გორც ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი აცხა­დებს, ვირუ­სი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გა­ლის რა­ი­ონ­შიც, რად­გან უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს არა­ვინ იცავს. "გა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფოს "ენ­გურ­ჰე­სი" ამა­რა­გებ­და. აქა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია ყვე­ლამ იცის და "ენ­გურ­ჰე­სის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არა­ერ­თხელ დახ­მა­რე­ბი­ან თა­ვი­ან­თი მა­რა­გით, მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ ყვე­ლა მო­ეშ­ვა. გა­ლის ბა­ზარ­ში თვე­ე­ბია პირ­ბა­დი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი არ შემ­ხვედ­რია. არ სჯე­რათ ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცი­ან, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ქარ­თულ მხა­რეს გად­მოჰ­ყავთ და რე­გი­ონ­ში უკვე გა­იქ­ცა მარ­თვის კონ­ტრო­ლი. მეც იქ ვმუ­შა­ობ, ოღონდ ფი­ნან­სუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და არც ერთ და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია, თა­ნაც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლი ონ­ლა­ინ მუ­შა­ობს, შე­საბ­მი­სად, იმე­დია, ბევ­რი არ და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა. რუ­სეთ­თან გზის გახ­სნის შემ­დეგ, ისე­თი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა, ვის, სად და ვის­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი, ძნე­ლი და­სად­გე­ნია. მხო­ლოდ ზღვა­ზე ჩა­მო­სულ ტუ­რის­ტებ­ზე არ მაქვს სა­უ­ბა­რი - ზოგი მათ­გა­ნი ზოგ­ჯერ გა­ვე­ლუ­რე­ბულ ად­გი­ლებ­ში სა­ნა­დი­როდ ჩა­მო­დის, "წი­თელ წიგნ­ში" შე­ტა­ნილ ცხო­ვე­ლებ­ზე ნა­დი­რობს და აქა-იქ აშე­ნე­ბულ ფა­ცხებ­ში ჩერ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ვის­თან რა სა­ხის კონ­ტაქ­ტი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, ძნე­ლი და­სად­გე­ნია..." - ამ­ბობს ის. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფე­ბი ქარ­თულ მხა­რეს გად­მო­იყ­ვა­ნეს და კა­რან­ტინ­ში გა­ნა­თავ­სეს. თა­ვად უწყე­ბა კი, რო­გორც სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი, ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­ნაგ­რძობს. აფხა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს კვლავ ჯი­უ­ტად არ სჯე­რა კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის, სხვე­ბი კი, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას, უბ­რა­ლოდ, სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ აქვს, რად­გან რომ არა სე­ზო­ნუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი, შიშ­მი­ლო­ბა გარ­და­უ­ვა­ლი იყო. ამი­ტომ, ის ნა­წი­ლი, ვინც ამ შე­მო­სავ­ლით ცხოვ­რობს, ვირუ­სის არ­სე­ბო­ბას არ აღი­ა­რებს. "დღე-ღა­მე­ში 21 და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გვყავ­და, გუ­და­უ­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სრუ­ლი სა­გი­ჟე­თია, ქან­ცგა­წყვე­ტი­ლი ექი­მე­ბი, სკა­მებ­სა და მა­გი­დებ­ზე იძი­ნე­ბენ... ჩემს ბი­ძაშ­ვილს და­უდ­გინ­და კო­რო­ნა, რო­მელ­თა­ნაც ეზოც კი არ მაქვს გა­და­ტიხ­რუ­ლი, სახ­ლში ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ციც მყავს, მაგ­რამ გულ­მა არ მო­მით­მი­ნა და მას საკ­ვე­ბი მი­ვა­წო­დე. გზა­ში, ტრან­სპორ­ტში ავე­დი და ვი­თომც არა­ფე­რი, არა­ვის პირ­ბა­დე არ უკე­თია, ლა­მის სი­ტყვით გა­მო­ვე­დი, ჩემი სი­ტუ­ა­ცია მოვ­ყე­ვი და პრო­პა­გან­დის­ტად გა­მო­მიყ­ვა­ნეს - რამ­დე­ნი გა­და­გი­ხა­დეს, ჩაბ­რძან­დით, ფე­ხით გა­ი­სე­ირ­ნეთ, უსაფრ­თხო ეგ არი­სო... ეს რუ­სე­ბი რომ მოგ­ვა­წყდნენ, ში­შით გული მის­კდე­ბა", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­დი­ნა ჯო­ლო­გუა. "ინ­ტერ­ნეტ­ში წე­რენ, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ექი­მე­ბი, რო­მელ­თაც covid-19 და­უ­დას­ტურ­დათ, მა­თი­ვე სურ­ვი­ლით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს სამ­კურ­ნა­ლოდ... ასე­ვე ით­ქვა, რომ სხვა­დას­ხვა მხრი­დან შე­მო­სუ­ლი დახ­მა­რე­ბე­ბი სრუ­ლად არ მოხ­მარ­და ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, ის სას­ტუმ­რო­ებ­მა და მსგავ­სმა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შე­ის­ყი­დეს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის გამო, კლი­ენ­ტი არ და­ე­კარ­გათ... აფხა­ზე­თი პა­ტა­რაა და არა­ფე­რი იმა­ლე­ბა, მაგ­რამ მე მინ­და, ასე­თი "გი­ე­ნე­ბი" სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მალე გა­იც­ნოს, რად­გან არ არი გა­მო­რი­ცხუ­ლი, ეს ის ხალ­ხი იყოს, ვინც გაჰ­კი­ვის კო­რო­ნა არ არ­სე­ბობ­სო... ასე რომ, ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, პრობ­ლე­მა ბევ­რად მას­შტა­ბუ­რია, ვიდ­რე ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბა", - წერს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი. ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­თან სა­ზღვრის გახ­სნის შემ­დეგ, აფხა­ზეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გა­ი­ზარ­და. ავტორი: ლალი პაპასკირი ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #კორონა #ენგური #ენგურჰესი #ვირუსი #კორონავირუსი_