Forbes-მა წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგი გამოაქვეყნა
Tbilisi Daily
ჟურნალმა Forbes წლის 100 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის სია გამოაქვეყნა. მოწინავე პოზიციებზე IT-კომპანიები აღმოჩნდნენ.
გამოცემაში აღნიშნავენ, რომ პირველ 4 პოზიციაზე მოხვედრილმა კორპორაციებმა ბრენდის ღირებულების ზრდის ტემპი შეინარჩუნეს ან გაზარდეს. წლის განმავლობაში მხოლოდ Facebook-ი „გაიაფდა“, რომელმაც ღირებულების 21% დაკარგა.
პირველ ათეულში შევიდნენ:
Apple — $241,2 მილიარდი (+17%);
Google — $207,5 მილიარდი (+24%);
Microsoft — $162,9 მილიარდი (+30%);
Amazon — $135,4 მილიარდი (+40%);
Facebook — $70,3 მილიარდი (-21%);
Coca-Cola — $64,4 მილიარდი (+9%);
Disney — $61,3 მილიარდი (+18%);
Samsung — $50,4 მილიარდი (-5%);
Louis Vuitton — $47,2 მილიარდი (+20%);
McDonald's — $46,1 მილიარდი (+5%)
რეიტინგი შარშანდელი საანგარიშო პერიოდის მონაცემების მიხედვით შედგა. Forbes-ში აღნიშნავენ, რომ მომავალ წელს, პანდემიის გათვალისწინებით, რეიტინგი შესაძლოა შესამჩნევლად შეიცვალოს.
#ბიზნესი #რეიტინგები #Forbes #Tbilisidaily