კორონავირუსთან დაკავშირებული შვედური მიდგომის შესახებ
Headline
შვედეთის პოლიტიკა, კორონავირუსული პანდემიის ფონზე სკოლები, რესტორნები და სხვადასხვა სახის ბიზნესი მხოლოდ სოციალური დისტანციის დაცვით, „სამუშაო რეჟიმში დაეტოვებინა“ საკმაოდ თამამი ნაბიჯი აღმოჩნდა, მაგრამ დღესდღეობით ამ სახელმწიფოს ევროპის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.
1 მლნ. მოსახლეზე შვედეთში COVID-19-ით გამოწვეული ყოველდღიური სიკვდილიანობა 8,71-ს შეადგენს და ეს ბევრად აღემატება მის უახლოეს სამეზობლოს - დანიასა და ნორვეგიას.
სხვა მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, შვედეთში ეპიდემიის პროცესში მოქმედებდა სკოლები, ასევე რესტორნები და ბარები. აკრძალული იყო დიდი შეკრებების ორგანიზება და მოითხოვებოდა სოციალური დისტანციის დაცვა.
თავდაპირველად, კორონავირუსით გამოწვეული შედეგები სხვა ევროპული ქვეყნების მონაცემებს უტოლდებოდა, მასინ როდესაც ამ ქვეყანაში თითქმის არაფერი გაჩერებულა, რამაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აიძულა ეთქვა, რომ ოფიციალური სტოკჰოლმის მიდგომა იყო სამაგალითო ინფექციასთან ბრძოლის წინააღმდეგ და აღნიშნული უნდა გათვალისწინებინათ სხვა სახელმწიფოებსაც. დღესდღეობით შვედეთში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ევროპაში ყველაზე მეტია ერთ სულ მოსახლეზე, რაც თავისთავად ეჭვქვეშ აყენებს მანამდე შექმნილ შთაბეჭდილებებს.
მანამდე, აპრილში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ სკანდინავირუსი ქვეყნის მიდგომა გააკრიტიკა და მას „ძალიან ცუდი“ უწოდა.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#coronavirus
#pandemic
#Sweden
#headline