საგარეო უწყება უკმაყოფილოა იმ ელჩის მუშაობით, რომელმაც წასვლის მიზეზად ზეწოლა დაასახელა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული განცხადების მიხედვით, უწყება უკმაყოფილოა საფრანგეთში ელჩის მუშაობით, რომელმაც თანამდებობიდან წასვლის მიზეზად ზეწოლა დაასახელა.
"გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით საფრანგეთის სელჩოში მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებაა საჭირო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31924511.html
Source: radiotavisupleba.ge