გერმანიის პარლამენტის სპიკერი - აშკარაა, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმი სრულდება
Tbilisi Daily
აშკარაა, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმი სრულდება, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის თავჯდომარე ვოლფგანგ შოიბლემ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„როდესაც დიქტატორი გზის დასასრულთან დგას, საუკეთესი ვარიანტი გამოსავლის ძალადობის გარეშე პოვნაა. აშკარაა, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმი სრულდება,“ - აღნიშნა ვოლფგანგ შოიბლემ.
მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს ზეწოლა იმისთვის, რომ ბელარუსში არსებული სიტუაცია ძალადობის გარეშე მოგვარდეს და ბოკოს ეს ძალისხმევა ისე არ უნდა აღიქვან, თითქოს მას გავლენის სფეროების შეცვლა სურს.
„ევროკავშირს საკუთარი მეზობლების წინაშე პასუხისმგებლობა აკისრია. ადამიანები შეცდებიან, თუკი იფიქრებენ, რომ გავლენის სფეროების შეცვლა გვსურს. თუკი ადამიანის უფლებებს, არა-ძალადობასა და დემოკრატიას ვუჭერთ მხარს, ეს არავის წინააღდეგ, მათ შორის არც რუსეთის წინააღმდეგ არაა მიმართული,“ - აღნიშნა გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ არჩევნებზე ხმების მასობრივი გაყალბება მოხდა და გამარჯვებული არა ალექსანდრე ლუკაშენკო, არამედ ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაიაა. ისინი პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. აქციების დროს სამართალდამცავებთან შეტაკებების შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა, აქციის 2 მონაწილე კი - გარდაიცვალა.