მერია სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტით მომსახურებას 31 დეკემბრამდე უზრუნველყოფს
Gori Daily
გორის მუნიციპალიტეტის მერია სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტით მომსახურებას 31 დეკემბრამდე უზრუნველყოფს.
უწყებამ ხელშეკრულება შპს "ბუქოს" გაუფორმა, რომელსაც ჯამში, 38 580 ლარს უხდის.
ყოველდღიურად, სამედიცინო პერსონალის გადაადგილებისთვის გორის მუნიციპალიტეტში 6 სხვადასხვა მარშრუტი ხორციელდება დილით და საღამოს.
ტრანსპორტი გადაადგილდება ერგნეთის, ნიქოზის, მეჯვრისხევის, ატენი-სკრის, დოესი-ხიდისთავის და ბერშუეთის მიმართულებით.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#ტრანსპორტირება
#მედიკოსი
#zugdididaily
წყარო: რადიო მოზაიკა