საქართველოს საზღვრის კვეთისას შეზღუდვები დაწესდა
Tbilisi Daily
საზღვრის გადაკვეთისას, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გარკვეული სახის შეზღუდვები დაწესდა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების გამო მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სხდომაზე მიიღო.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა.
საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა;
ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
#კორონავირუსი
#მგზავრობა
#საზღვრისკვეთა
#აკრძალვები
#შემოწმება
#tbilisidaily