რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა
Mediamall
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია აქვეყნებს. ქვეყნის ვიცე-პრემიერის, ტატიანა გოლიკოვას ინფორმაციით, აღნიშნულიდან 86 შემთხვევა იმპორტირებულია, ხოლო დანარჩენი ტრანსმისია.
ამასთან, კრემლში მიიჩნევენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. პრეზიდენტის პრეს მდივანის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ჯერჯერობით მსგავსი ინიციატივა განხილული არ ყოფილა.
#covid19