30-31 მარტს იუსტიციის სახლები და სანოტარო ბიუროები დაკეტილი იქნება

On.ge

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით 30-31 მარტს იუსტიციის სახლები, ე.წ. ფრონტ ოფისები და სანოტარო ბიუროები დაკეტილი იქნება. როგორც წულუკიანმა განმარტა, ზოგიერთი სანოტარო ბიურო საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. თეა წულუკიანი ამბობს, რომ მათ ორი დღეს დასჭირდებათ იმისთვის, რომ გამოაქვეყნონ ის პირობები, რომლებითაც იუსტიციის სახლები, სანოტარო ბიუროები და რეესტრები იმუშავებენ. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, სანოტარო ბიუროების რაოდენობა შეიზღუდება, ხოლო ხვალ გამოქვეყნდება ის ლოკაციები, სადაც სანოტარო მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება. #კორონავირუსი #იუსტიციისსახლი #news #დარჩისახლში #stopcovid19 https://on.ge/story/53121-30-31-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90