სილვესტერ სტალონეს დედა გარდაიცვალა

Tbilisi Daily

ჰოლივუდის მსახიობისა და რეჟისორის სილვესტერ სტალონეს დედა ჟაკლინ სტალონე გარდაიცვალა. ის 98 წლის იყო. ამის შესახებ TMZ-ი წერს. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ჟაკლინ სტალონე ცნობილი ასტროლოგი და ასევე მოცეკვავე იყო. ჟაკლინ სტალონე 1921 წელს ვაშინგტონში დაიბადა. მამის მხრიდან მისი წინაპრები ოდესიდან აშშ-ში 1888 წელს გადავიდნენ.