ვინ დაიკავებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს?

Tbilisi Daily

დაახლოებით სამ საათში საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის პოსტი შესაძლოა ახალმა თავმჯდომარემ ჩაიბაროს. ამ თანამდებობისთვის პლენუმის ორი მოსამართლე იბრძვის - მერაბ ტურავა და ირინა იმერლიშვილი. ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლედ, პარლამენტის კვოტით 5 წლის წინ აირჩიეს, ირინა იმერლიშვილი კი საქართველოს პრეზიდენტმა 4 წლის წინ წარადგინა. სხდომის დაწყებამდე საკონსტიტუციო სასამართლოსთან "ლელო-საქართველოსთვის" წევრები შეიკრიბნენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ტურავას მოსამართლეებისგან უკვე აქვს 5 ხმა და ის აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს. ის ამბობს, რომ არ შეიძლება სასამართლო კლანის წევრმა დაიკავოს. „ქართული ოცნება“ გეგმავს, მთლიანად გადაყლაპოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, ჩუმად და კომფორტულად გააკეთოს ეს. ყველა მოსამართლემ, ვინც ამ ფორმით დაიკავა მოსამართლის ადგილი, უნდა იცოდნენ, რომ ეს თანამდებობა არის დროებითი. ეს უნდა გაითვალისწინოს ბატონმა ტურავამაც,“ - განაცახადა ანა ნაცვლიშვილმა.