"ეთნოსოფელი" მაჭახელას ხეობაში

Batumi Daily

მაჭახელას ხეობაში "ეთნოსოფლის" მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. "ეთნოსოფელი გათვლილია ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე, რაც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც." - წერია უწყების განცხადებაში. თანამედროვე სტანდარტების ცენტრის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდება. ადგილზე სამუშაო და საექსპოზიციო სივრცეები და საკონფერენციო ოთახი განთავსდება. შეგახსენებთ, რომ გაეროს განვითარების ფონდი მაჭახელას ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხზე მუშაობს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში #ეთნოსოფელი #მაჭახელასხეობა