საქართველოში კორონავირუსი კიდევ 958 ადამიანს დაუდასტურდა- 214 გამოჯანმრთელდა
Tbilisi Daily
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 958 ადამიანს დაუდასტურდა, 214 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7827 ადამიანი, გარდაიცვალა 128 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5900 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1388, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.