საქართველოში კორონავირუსით მე-9 ადამიანი გარდაიცვალა
On.ge
საქართველოში კორონავირუსით მე-9 ადამიანი გარდაიცვალა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. მთავარ არხთან სატელეფონო საუბარში, კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, რომ გარდაცვლილი დაახლოებით 60 წლის ქალია, რომელსაც ინფიცირების შემდეგ განუვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, მწვავე პნევმონია და მწვავე სეფსისი. მისივე ცნობით, პაციენტი სამ კვირაზე მეტია მკურნალობდა მათ კლინიკაში.
#news
#Covid19
https://on.ge/story/55448-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%94-9-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90