203 გარდაცვლილი 6 თვეში - როგორია საავტომობილო გზებზე უბედური შემთხვევების ბოლო წლების სტატისტიკა

Tbilisi Daily

საქართველოში ავტოკატასტროფების შედეგად ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება, ათასობით კი სხეულის მძიმე/მსუბუქ დაზიანებებს იღებს. უკანასკნელი შემთხვევა შატილის გზაზე მოხდა, სადაც ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. ადგილზე დაიღუპა 17 ადამიანი, 3 კი მძიმე მდგომარეობაში თბილისის საუნივესიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ავარიებში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი საკმაოდ შემაშფოთებელია. 2020 წლის მხოლოდ 2 კვარტალში (იანვარ-ივნისი) საქართველოს გზებზე 2 270 ავტოსაგზაო შემთხვევისას 203 ადამიანი დაიღუპა, 2 982 კი დაშავდა. რაც შეეხება ბოლო 2017-2019 წლების სტატისტიკას, ასე გამოიყურება: 2017 წელი ავტოსაგზაო შემთხვევა - 6 079 დაიღუპა - 517 ადამიანი დაშავდა - 8 461 ადამიანი 2018 წელი ავტოსაგზაო შემთხვევა - 6 452 დაიღუპა - 459 ადამიანი დაშავდა - 9 047 ადამიანი 2019 წელი ავტოსაგზაო შემთხვევა - 5 839 დაიღუპა - 481 ადამიანი დაშავდა - 7 921 ადამიანი წყარო: შსს