ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
Pirveliradio Ge
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.აღნიშნულ ინფორმაციას, აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ19-ით ინფიცირებული 84 წლის ქალი სახლის პირობებში მკურნალობდა.
პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავდა, რა დროსაც ქალბატონი გარდაიცვალა. ოკუპირებულ აფხაზეთში საერთო ჯამში 7 კოვიდინფიცირებულია გარდაცვლილი.