გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს საქართველო საზღვრებს უხსნის
Pirveliradio Ge
გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი- ეს ის ქვეყნებისა, რომელთაც საქართველოს საზღვრებს უხსნის. აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ირაკლი ჩიქოვანი ავრცელებს.
„ჩვენ სიფრთხილით ვდგამთ თითოეულ ნაბიჯს და ვაანალიზებთ ყველა ჩვენს მოქმედებას. დღეისათვის, იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ასევე უპირობოდ ხსნის საზღვარს 5 სახელმწიფოსთვის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=146941