თბილისში იკლებს კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევიდან, 253 თბილისიდანაა. 29 იანვარს გამოვლენილი შემთხვევებისგან 32-ით ნაკლები. ქვეყანაში სულ 19 989 ტესტი ჩატარდა.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების შემთხვევები ასე ნაწილდება:
თბილისი - 253,
აჭარა - 44,
იმერეთი - 139,
ქვემო ქართლი - 29,
შიდა ქართლი - 41,
გურია - 14,
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 72,
კახეთი - 47,
მცხეთა-მთიანეთი - 14,
სამცხე-ჯავახეთი - 20,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 257 632 შემთხვევა. მათგან 248 537 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 159 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31077235.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)