4 დეკემბერი

12
ახალმთვარეობა🌙💫🌙🌙🌙💫პირველი დღე.
4 დეკემბერს დაბადებულები ერთი შეხედვით გულღია ადამიანები ჩანან, მაგრამ სინამდვილეში ისინი მიზანსწრაფული, ამბიციური ადამიანები არიან, ასევე, შესაძლოა, შურიანი და შურისმაძიებელი. მათ უყვართ სხვისი იდეების მკაცრი კრიტიკა. ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ მოუთმენელი, იმპულსური, მაგრამ თუ ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით მიდის, ისინი იცვლებიან და კეთილმოსურნენი ხდებიან.
4 დეკემბერს დაბადებულებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს აღიარება. ისინი ისწრაფვიან დიდებისკენ, მაღალი სოციალური სტატუსის მიღებისკენ. ამისთვის მზად არიან, ბევრი რამ გაიღონ მსხვერპლად. ხშირად მათი პირველი მსხვერპლი ოჯახი ხდება.
4 დეკემბერს ტიპური მშვილდოსნები იბადებიან. არიან აქტიური, მოძრავი; ამბიციები და დასახული მაღალი ამოცანები მათი წარმატების 50%-ს განაპირობებს. ისინი ძალზე შრომისმოყვარენი არიან და მათი მუშაობა, პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებს ემსახურება და არა კომპანიის ან საზოგადოების.
4 დეკემბერს დაბადებულებს სტრატეგიული აზროვნება აქვთ; ახასიათებთ სიმტკიცე, გამოირჩევიან კარგი მანერებით. არიან კომუნიკაბელური, შეუძლიათ ადამიანების წინ გაძღოლა.
სამსახურში ამ დღეს დაბადებულებს აფასებენ გამჭრიახობის, შორსმჭვრეტელობისთვის. დაბადებით სტრატეგები არიან. ეს შესანიშნავი საფუძველია მმართველი პოზიციების დაკავებისთვის. მაგრამ წარმატებული საქმიანობისთვის უნდა ისწავლონ ემოციების კონტროლი, კოლეგების, სამუშაო სიტუაციის ობიექტური შეფასება.
4 დეკემბერი ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა.    
ვითა პეპელა არხევს ნელ-ნელა სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს, ასე საყურე, უცხო საყურე, ეთამაშება თავისსა აჩრდილს.ნეტავი იმას, ვინც თავისს სუნთქვას შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს! შენის შერხევით, სიო-მობერვითგულისა სიცხეს განიგრილებდეს! ჰოჲ, საყურეო, გრძნებით ამრევო, ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?მუნ უკვდავების შარბათი ვინ სვის? ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?                      
ნიკოლოზ ბარათაშვილი1839 წ.
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს ❤️🙏
დღის საკითხავი :                    
სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან. რაც ხანი მიდის, ძალღონეს გაცლის ეს დამთრგუნველი მზერა დაერთი წამითაც არა გცილდება, სულ თან დაგდევს და გულ-ღვიძლს გიწვავს ქვეშეცნეულად. შენ კი მაგრობ, მაგრამ თავისი მიაქვთ გარდასულ დღეებს, თანდათან მუხლებში ძალა გელევა, ახალგაზრდობის ოცნებები უფერულდება და გრძნობ, როგორ თანდათან იზრდება შენს არსებაში შიში, სიკვდილის მზერით თუ რაღაც გარდაუვალობის შეგრძნებით გაჯერებული შიში, რომელსაც არავის არ უმხელ და ვერც გაუმხელ, რადგან ერთადერთი ადამიანი, დედა, რომელსაც შეიძლება რომ გაუმხილო ეს შიში, წასულია ამ ქვეყნიდან, შენ კი მარტო ხარ და ხან დედისაგან გაკეთებულ საჭმელს ნატრულობ, როცა გშია, ხან დედისაგან მოქსოვილ ხელთათმანებს, ან წინდებს, როცა გცივა და შენ თავსაც კი არ უმხელ, ისე იძინებ იმსურვილით, რომ იქნებ სიზმარში ნახო დედა, იქნებ სიზმარში მაინც განმეორდეს ის საოცარი იმედიანი მოფერება, ადამიანის სულიდან სიმარტოვესაც რომ აფრთხობს და არარაობის განცდასაც, სამაგიეროდ კი ხალისითა და იმედით გავსებს.
გოდერძი ჩიხელი
12