4 ოქტომბრის კალენდარი.

10
🌖 მთვარის მეათე დღე, მზარდი მთვარე🌖 მეორე ფაზა, მთვარე თხის რქასა და მერწყულს შორისაა. გრიგორიანული კალენდარის 277-ე დღე, წლის დასრულებამდე დარაჩა 88 დღე.

როგორი ადამიანები დაიბადნენ ოთხ ოქტომბერს:

4 ოქ­ტომ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი არი­ან. მათ გა­აჩ­ნი­ათ კარ­გი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვით­გა­მო­ხატ­ვის უნა­რი და ყო­ველ­თვის ახერ­ხე­ბენ სა­კუ­თა­რი ად­გი­ლის მო­ნახ­ვას ცხოვ­რე­ბა­ში. თუმ­ცა, პრინ­ცი­პუ­ლი ხა­სი­ა­თის გამო, ხში­რად უწევთ შეხ­ლა-შე­მოხ­ლა ზემ­დგო­მებ­თან.

ვინ დაიბადა:

საფრანგეთის მეფე ლუი მეათე.
ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, ლორდი რიჩარდ კრომველი.
ამერიკის  მეცხრამეტე პრეზიდენტი რეზერფორდ ჰეისი.
ამერიკელი მსახიობი სუზან სარანდონი.

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა დიმიტრისა - როსტოველ მიტროპოლიტისა (1752)
21 (04.10) სექტემბერი
წმიდა მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი (ერობაში - დანიელ საბას ძე ტუპტალო), 1651 წლის დეკემბერში დაიბადა კიევის მახლობლად მდებარე დაბა მაკაროვოში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან განათლება კიევო-მოგილიოვის კოლეგიაში მიიღო, 1668 წლის 9 ივლისს კი ბერად აღიკვეცა და დიმიტრი დაერქვა (დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის პატივსაცემად). 1675 წლის 23 მაისს წმიდანს მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი.
1701 წელს მამა დიმიტრი კეთილმსახური ცხოვრებისა და დაუცხრომელი ღვაწლისთვის ტობოლსკის მიტროპოლიტად აკურთხეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო მოსკოვში დარჩა და მალე როსტოვის მიტროპოლიტის დაქვრივებული კათედრა დაიჭირა. ნეტარი მღვდელმთავარი მოშურნედ იღვწოდა ეკლესიის მთლიანობის განმტკიცებისათვის, ებრძოდა სტაროობრიადულ რასკოლს, ზრუნავდა ღვთისმსახურების სიწმიდეზე, მღვდელმსახურთა აღზრდა-განათლებაზე; წმიდა მამის პირადი ცხოვრება მკაცრი მარხვით, ლოცვით და ქველისსაქმეებით იყო გაბრწყინებული. მღვდელმთავარი დიმიტრი განსაკუთრებით ცნობილია თავისი ლიტერატურული ნაშრომებით. ნეტარმა მამამ მრავალრიცხოვანი წყაროების შეჯერებით რუსულ ენაზე შეადგინა თვენის, წმიდანთა ცხოვრების საკითხავები მთელი წლისთვის. ამ შრომას მან ოცი წელი მოანდომა.
წმიდა დიმიტრი მშვიდობით მიიცვალა 1709 წლის 28 ოქტომბერს და, ანდერძისამებრ, ტაძარში დაკრძალეს. ეკლესიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს საფლავი გათხარეს და აღმოაჩინეს, რომ ძლიერ ნესტიან მიწაში ჩასვენებულ მღვდელმთავრის ნეშტს ხრწნილების არანაირი კვალი არ ეტყობოდა. ცხედართან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. 1757 წლის 22 აპრილს დიმიტრი როსტოველი წმიდათა დასში შერაცხეს.
ნეტარი მამის ხსენება აღესრულება წელიწადში ორჯერ, 21 სექტემბერსა და 28 ოქტომბერს. 21 სექტემბერი მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანების დღეა.
წმიდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი (+დაახლ. 130)
21 (04.10) სექტემბერი
წმიდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი, მაგნეზიის (ნახევარკუნძული თესალიის აღმოსავლეთით) ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ნეტარის ღვთივსათნო მოღვაწეობა სიძულვილით ავსებდა კერპთმსახურებს. ერთხელ გააფთრებული ბრბო თავს დაესხა მოციქულს, რომ ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ, ზეგარდმო შეწევნით, წმიდანი ცოცხალი დარჩა. მაშინ უღმრთოებმა იგი საპყრობილეში ჩააგდეს და შიმშილით ამოხადეს სული (+დაახლ. 130). კოდრატეს წმიდა ცხედარი მაგნეზიაში დაკრძალეს.
ნეტარმა მოციქულმა 126 წელს დაწერა და იმპერატორ ადრიანეს (117-138) წარუდგინა აპოლოგია ქრისტიანობის დასაცავად, რომელმაც ისე იმოქმედა მართლმორწმუნეთა მდევნელ ხელისუფალზე, რომ ბრძანა, სამხილის გარეშე არავინ გაესამართლებინათ.

დღის საკითხავი :

მერცხლები ციხეზე ბუდეს არ იშენებენ. არავინ იცის, რატომ, იქნებ იმიტომ, რომ მერცხალი ქრისტეს ქათამია და ვერ უძლებს ღვთის შვილთა ასეთი ყოფის ცქერას. იქნებ იმიტომ, რომ ციხეს შმორის, ბოროტების სუნი უდის ან პატიმართა ფილტვებიდან ამოვარდნილი გახურებული და გადამწვარი ჰაერის ოხშივარზე ფრთები უჭკნებათ და სული ეხუთებათ. იქნებ იმიტომ, რომ ციხე კრაზანების ვეებერთელა, უცვილო და უთაფლო სკასავით ბზუის, გუგუნებს და მერცხლები შიშით ვერ ეკარებიან, ან იქნებ იმიტომ, რომ ციხე ადამიანთა მუდმივი სამყოფელი არ არის, ციხეში ადამიანები გამუდმებით მიდიმოდიან და იცვლებიან, იმიტომ, რომ ციხეს მუდმივი ბინადარი არ ჰყავს, მერცხლებმა კი შეჩვევა იციან ერთ ადგილას მობინადრე ადამიანებთან იმ ზომამდე, რომ სახეებსაც კი იმახსოვრებენ, ან იქნებ იმიტომ, რომ მზე ციხეში იშვიათად იხედება. ვინ იცის, ვინ იცის, ერთი კი ცხადია, მერცხლები ციხეზე ბუდეს არ იშენებენ.

ნოდარ დუმბაძე

მშვიდობიან დღეს გისურვებთ💖💖💖
10