🌗მთვარის მეთხუთმეტე დღე, გრიგორიანული კალენდარის 330-ე დღე, მთვარე კირჩხიბშია🌗
რას გვირჩევენ ვარსკვლავები:
კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა.
ვინ დაიბადა:
ალესანდრო მანიასკო იტალიელი მხატვარი.
ფრიდრიხ ებერტი გერმანელი პოლიტიკოსი.
როზა პარკსი აფრო-ამერიკელი სამოქალაქო უფლებების დამცველი.
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:
მოციქული ტიმოთეს ხსენებას.
ღირსმოწამე ანასტასი სპარსის ხსენებას.
დღის საკითხავი
"საწოლში, რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი:სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება საწოლი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ან ცხოველი ილოკავს ჭრილობას, უკვე ადამიანი ხარ, დამენანება ჩამოტეხილი ტოტი და იმ წამშივე ყუჩდება სულის ტკივილში რაღაც..."
რევაზ ინანიშვილი
მშვიდობიან დღეს გისურვებთ♥️🙏♥️