🌙 ახალი მთვარე🌙 მთვარის მესამე დღე, პირველი ფაზა🌙
4 იანვარს დაბადებულები
4 იანვარს დაბადებულებს გაორებული ბუნება აქვთ. ისინი ამჟღავნებენ ეშმაკობასა და სიმარჯვეს, შეუძლიათ იყვნენ მტკიცე და კონტაქტური, იციან, როგორ უნდა წარმოაჩინონ თავი სხვადასხვა ადამიანთან - მომგებიანად, საუკეთესო სახით; შეუძლიათ შეთანხმება, ადამიანების დარწმუნება. თუმცა, ხელისუფლებისკენ სწრაფვამ, შესაძლოა, ტირანიის ფორმა მიიღოს და მაშინ მომხრეები და მეგობრები მისთვის მტრებად იქცევიან. მათი ცხოვრება არაა მდგრადი და სტაბილური, აქვთ წინსვლები და ვარდნები - შეუძლიათ მწვერვალების დაპყრობა და ამავე ძალით დანარცხებაც. მათ ქცევასა და ხასიათის ნიშნებს, გარშემო სამყაროსა და ადამიანებისადმი დამოკიდებულებას მათი ცხოვრება განსაზღვრავს. ამიტომ სჯობს, სიკეთის, სულიერებისა და გულმოწყალების გზას გაჰყვნენ. მოწიფულ ასაკში შეიძლება ფინანსური და ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.
4 იანვარს დაბადებულებს საოცარი თვისება აქვთ - მათ ხელში ნებისმიერი სიტუაცია შეიძლება განიმუხტოს. ხშირად ეს ვითარების ანალიზისა და პრობლემის მიზეზის გამოვლენის მათ ტექნიკურ უნარს უკავშირდება. თავიანთი ნიჭის გამოყენება იციან ნებისმიერ სფეროში და მათზე მოთხოვნილება არის.
ამ დღეს დაბადებულები ყოველთვის გეგმის მიხედვით მოქმედებენ. ეს გეგმა საშუალებას იძლევა, რომ არ გამოეპაროთ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები. 4 იანვარს დაბადებული ადამიანები პირდაპირი პიროვნებები არიან და არაფრისმთქმელი, უაზრო ლაპარაკი არ უყვართ. თუმცა, შეუძლიათ ასეთი საუბარიც, განსაკუთრებით მაღალ წრეში, თუ ამას რაიმე მიზანი გააჩნია.
4 იანვარს დაბადებულები:
ისააკ ნიუტონი ინგლისელი მეცნიერი- მის საფლავის ქვას ამშვენებს წარწერა, “აქ განისვენებს სერ ისააკ ნიუტონი, აზნაური, რომელმაც თითქმის ღვთაებრივი გონით პირველმა დაამტკიცა მათემატიკის ჩირაღდნით პლანეტების მოძრაობა, კომეტების გადაადგილების გზები და ოკეანეთა მოქცევები. ის იკვლევდა სინათლის სხივთა განსხვავებას და ამ დროს გაჩენილ ფერთა სხვადასხვა თვისებებს, რაზეც მანამდე არავინ დაფიქრებულა. ბუნების, წარსულის და წმინდა წერილის მუყაითი, ბრძენი და გულმართალი მკვლევარი თავისი ფილოსოფიით ამტკიცებდა ღმერთის სიდიადესა და ყოვლისშემძლეობას, ხოლო ზნეობით გამოხატავდა სახარებისეულ უბრალოებას…“
ნიკო დადიანი სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი.
ილია მეორე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.
ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ, ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახავ, რომყველაფერი კარგად იქნება!
როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას შენი ცხოვრებაც ისე იქნება. გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება!
როდის იქნება? როგორ იქნება?როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:
წმინდა ანასტასიას ხსენების დღეს.
დიდმოწამე ანასტასია დიოკლეტიანეს (284-305) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას ეწამა ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. მამამისი წარმართი იყო, დედა კი - ფარული ქრისტიანი. ყრმა ანასტასია აღსაზრდელად ცნობილ ბრძენკაცს - ქრისოგონს მიაბარეს. მოძღვარმა სხვადასხვა სათნოებისა და მეცნიერებებთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარული დანერგა წმინდა ანასტასიას გულში.
დღის საკითხავი:
“არ მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რით ჰგავს ენა მდინარეს? იმითი, რომ რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნულად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს, მიმდინარეობას იმ ჟამით ჟამამდე დაუდგრომელად, მისი შეჩერება, დაგეუბება ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს.”
ვაჟა ფშაველა
ბედნიერ დღეს გისურვებთ🌟💖