ამ ეპიკურ ფოტოებზე ვხედავთ გაბედულ ასტრონავტებსა და კოსმონავტებს, რომლებიც შესაძლებლობის საზღვრებს აფართოებენ. 🤩
მათ ღია კოსმოსში გასვლა პერიოდულად უწევთ, რათა საერთაშორისო კოსმოსური სადგური მუდამ ფორმაში იყოს.
ხედის სილამაზეზე კი ჩვენი ცისფერი სახლი ზრუნავს 🤩
ჰაბლის სამსახურში
ასტრონავტი სტივენ სმიტი გადაადგილდება ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გასწვრივ, რომელიც შატლ "დისქავერიზეა" შეპირაპირებული.
ფონად ავსტრალიის შორეული ხედია.
1997 წლის 15 თებერვალი.
კოსმოსური სელფი და ISS-ის მშენებლობა.
ზედა ფოტო: NASA-ს ასტრონავტი ვუდი ჰობურგი და ექსპედიცია 68-ის ინჟინერი იღებენ „კოსმოსურ სელფს“ ღია კოსმოსში მუშაობის დროს, 2023 წლის 9 ივნისს.
ქვედა ფოტო: მისიის სპეციალისტები ჯერი როსი და ჯეიმს ნიუმენი ერთად მუშაობენ პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) აწყობაზე 1998 წლის 6 დეკემბერს.
ფარების აქტივირება 🛡️
69-ე ექსპედიციის ეკიპაჟის კოსმონავტები დიმიტრი პეტელინი და სერგეი პროკოფიევი, 2023 წლის 9 აგვისტოს, ISS-ზე ფარებს ამონტაჟებენ, რომლებსაც სადგურის ორბიტალური ნარჩენებისგან დაცვა ევალებათ.
ჯგუფური მუშაობა კოსმოსში 🧑🏼🚀
კრის კესიდი და ტომ მარშბერნი, ექსპედიციის 35-ე ფრენის ინჟინრები, 2013 წლის 11 მაისს ამოწმებენ და ცვლიან ტუმბოს კონტროლერის ყუთს.