4 votes
0 comments
0 shares
Save
კახეთში შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
208 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141296

კახეთის ე.წ. ცხელების ცენტრებიდან ახალ კორონავირუსზე ტესტი შვიდ პაციენტს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია, მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კარანტინის სივრციდან ლუგარის ლაბორატორიაში რამდენიმე ტესტის გაგზავნა დღესაც იგეგმება, რომლის პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

კახეთის 11 საკარანტინო სივრცეში 444 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის არიან გუშინ გერმანიიდან დაბრუნებული პირები. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და საეჭვო სიმპტომები ჯერ არ აღენიშნებათ.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
კახეთის საავადმყოფოები დღეიდან კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტებს მიიღებს
კახეთში ოთხი კლინიკა არის მზადყოფნაში, საჭიროების შემთხვევაში ვირუსის მქონე პაციენტები მიიღოს, მათ შორის ორი კლინიკა თელავში და თითო საგარეჯოსა და ლაგოდეხში. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, ადგილზე პაციენტებს აუღებენ ანალიზს და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. საავადმყოფომ სხვა პაციენტების მიღება გუშინ შეაჩერა და სტაციონარიდან მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებზე მკურნალობდნენ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილა. "დღეიდან უკვე შეგვიძლია პაციენტების მიღება. სრულად ვართ მომზადებული, როგორც კლინიკა, ასევე პერსონალი. კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომის მქონე 55-მდე პაციენტზეა გათვლილი, გვაქვს ბოქსირებული, იზოლირებული განყოფილებები", - განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა. კახეთის რეგიონში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 452 ადამიანი იმყოფება, ამასთან, თვითოზლაციის ვადა 60 ადამიანს ამოეწურა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში მდებარე რვა საკარანტინო სივრცეში 550 ადამიანია მოთავსებული, ისინი ძირითადად უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არიან. „ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გასული დღე- ღამის განმავლობაში კლინიკაში არც ერთი ადამიანის გადაყვანა არ გამხდარა საჭირო“, – აცხადებს ხიზანიშვილი.
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
112 პირს კახეთში კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 212 ნიმუშიდან COVID-19-ზე 112 პასუხი უარყოფითია, დანარჩენის პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა. ნელის ხიზანიშვილის ინფორმაციით, ე.წ ცხელების ცენტრებში და საავადმყოფოებში მოთავსებულ პაციენტებს ანალიზებს დღესაც აუღებენ და გაგზავნიან ლუგარის ლაბორატორიაში, პასუხები ცნობილი ხვალ გახდება. კახეთის რეგიონში 11 საკარანტინო ზონაა მოწყობილი, სადაც 558 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 42 ადამიანი რჩება.
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
კახეთი კვლავ "მწვანე ზონად"რჩება
კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი ყველა ნიმუში კორონა ვირუსზე უარყოფითია. რეგიონიდან გუშინ გაგზავნილი 28 ანალიზის პასუხი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ცოტახნის წინ მიიღო. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი, ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, რეგიონიდან ამ დრომდე გამოკვლეული ყველა ნიმუში "კოვიდ-19" უარყოფითია და არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. ნელი ხიზანიშვილის თქმით, ნიმუშების აღება COVID ინფექციის კვლევის ფარგლებში ცხელების კლინიკებიდან და კარანტინის სივრცეებიდან დღესაც იგეგმება ასევე,გრძელდება მიზნობრივი ტესტირება,რის ფარგლებშიც იკვლევენ მაღალ რისკ ჯგუფებს,მათ შორის, სამედიცინო პერსონალს, შშმ პირებს, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებს, მათ მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს, კარანტინში მყოფ პირებს და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალს. ამ დრომდე კახეთის რეგიონიდან აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია სულ 3 662 ნიმუში, საიდანაც 1180 მედპერსონალს ეკუთვნის, 1365 კარანტინის ვიზიტორებსა და სასტუმროს პერსონალს. კახეთის რეგიონში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 მოქალაქე, ხოლო 8 საკარანტინო ზონაში მოთავსებულია 219 პირი.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
ფოთში ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში, ცხელების ცენტრში მოთავსებულ, საეჭვო სიმპტომების მქონე ხუთ პაციენტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, ისინი კლინიკაში რესპირატორული სიმპტომებით გუშინ მოათავსეს და მათი ბიოლოგიური მასალაც გუშინვე გაიგზავნა ლაბორატორიაში. „მივიღეთ ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხი და ყველა მათგანი უარყოფითია. ესენია 52 წლის მამაკაცი ფოთიდან, 24 წლის ქალი ლანჩხუთიდან, 37 წლის მამაკაცი ფოთიდან, 75 წლის ქალი ფოთიდან, 48 წლის ქალი ასევე ფოთიდან. მათ რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ამჟამად ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 month ago
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 245 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 245 ტესტი ჩატარდა და არც ერთ პირს კორონავირუსი არ დადასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა. კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და კარანტინებიდან გამსვლელ პირებს, ასევე გეგმურად, მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდა. გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 141 პირი იმყოფება. დღეს იგეგმება საირმის საკარანტინო სივრცეში მყოფი პირების ტესტირება, რომლებმაც კარანტინი 30 მაისს უნდა დატოვონ.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
7 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა საყურადღებოა, ერთი მათგანის მძიმე - სოლოღაშვილი
7 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა საყურადღებოა, ერთი მათგანის მძიმე - ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დღეს კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად კლინიკიდან ლაბორატორიაში კიდევ სამი პაციენტის ანალიზები გაიგზავნება. „ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ ეტაპზე 14 პაციენტი მკურნალობს. 14 პაციენტიდან შვიდ პაციენტს დადასტურებული აქვს „კოვიდ-19“. გუშინ კვლევაში ჩაერთო ოთხი პაციენტი, ოთხივეზე მოვიდა უარყოფითი შედეგი. დღეს კვლევას დაემატება სამი პაციენტი. დაველოდებით მათ შედეგებს. არსებული პაციენტებიდან დადასტურებული დიაგნოზით ვინც მკურნალობს, სამ პაციენტზე ხვალ გადამოწმდება მათი გამოჯანმრთელების შედეგები ლაბორატორიულად. ახალი ორი პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა საყურადღებოდ მძიმეა, საყურადღებოა მეორე პაციენტთანაც მდგომარეობა. მიმდინარეობს მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, საშუალო სიმძიმისაა მათ კლინიკაში მოთავსებული არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება ინფორმაციას ექიმების დაინფიცირების შესახებ, მაკა სოლოღაშვილმა ინფორმაცია არ დაადასტურა. „ჩვენს კლინიკაში არც ერთი ინფიცირებული ექიმი არ არის და არც დაფიქსირებულა მსგავსი შემთხვევა. დღეს ჩვენ ახალი შემთხვევა არ გვაქვს“, – განაცხადა მაკა სონღლაშვილმა.„„„„„„„
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
კახეთი მწვანე ზონად რჩება
კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი ყველა ნიმუში covid 19- ზე უარყოფითია რაც ნიშნავს,რომ ამ დრომდე რეგიონში კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვება არ დაფიქსირებულა. დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ცხელების კლინიკებიდან და კარანტინის სივრცეებიდან. ნიმუშების აღება დღესაც იგეგმება. ასევე გრძელდება,მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, მათ შორის,სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირების,საერთაშორის გადაზიდვების მძღოლების და საბაჟოს თანამშრომლების. ახლო მომავალში კი მიზნობრივი ტესტირების ფარებში იგეგემება რისკ ჯგუფი მოქალეექების და პოლიციის თანამშრომლების ნიმუშების აღება. კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 13 მოქალაქე. ხოლო,11 საკარანტინე ზონაში იმყოფება 411 მოქალაქე. #კახეთი #კორონავირუსი #მწვანეზონა #tbilisidaily #dailynews
Primetime
Tbilisi · 3 months ago
ბერლინიდან სპეცრეისით ორსულები და მცირეწლოვანი ბავშვებიც ჩამოვიდნენ
ბერლინიდან სპეცრეისით ორსულები და მცირეწლოვანი ბავშვებიც ჩამოვიდნენ - Primetime
ბერლინიდან სპეცრეისით ორსულები და მცირეწლოვანი ბავშვებიც ჩამოვიდნენ - Primetime
ბერლინიდან სპეცრეისით ორსულები და მცირეწლოვანი ბავშვებიც ჩამოვიდნენ - Primetime
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
კახეთი მწვანე ზონად რჩება - დაინფიცირებული მძღოლის არცერთ კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
დედოფლისწყაროელ მძღოლთან,რომელსაც PCR ტესტმა კორონა ვირუსი დაუდასტურა, არცერთ კონტაქტს ვირუსი არ დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით,გამოკვლევა ინფიცირებული 54 წლის კაცის 10 კონტაქტს ჩაუტარდა,თუმცა ყველა მათგანის პასუიხ კორონა ვირუსზე უარყოფითია. "კონტაქტები იყო ძალიან მცირე, ის კარგად იცავდა თვითიზოლაციას. ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია. ამის მიუხედავად, მისი ოჯახის წევრებს მაინც გადავიყვანთ კარანტინში და დაველოდებით ორი კვირის გასვლას. ეს შემთხვევა არის იმპორტირებული რუსეთიდან, ეპიდემიოლოგიურად, არ ითვლება ადგილზე დაფიქსირებულად ანუ კახეთი მაინც რჩება მწვანე ზონად- თქვა ნელი ხიზანიშვილმა. ამ დროის მოიმაცემებით კახეთში ტესტირება ჩაუტარდა 4078 პირს და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა
თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 24 ნიმუშიდან ერთ პაციენტს კოვიდ 19 დაუდასტურდა. მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გადაიყვანენ. კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას თქმით, პაციენტი ასაკოვანია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. „დღე-ღამის განმავლობაში 41 პაციენტი შემოვიდა ცხელების ცენტრში,17 პაციენტის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი“ ,- განაცხადა მარეხი ბექაიამ. საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 266-ს შეადგენს, აქედან 67 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ვირუსისგან სამი ადამიანი არის გარდაცვლილი.